ucnauri.com
Pwnie Awards 2012
წარმატებულ მსახიობებს აჯილდოებენ “Oscar”-ით, წარმატებულ სპორტსმენებს აჯილდოებენ “ESPY”-თი, ხოლო წარმატებულ ჰაკერებს აჯილდოებენ “Pwnie”-თი. Pwnie Awards იმართება წელიწადში ერთხელ და აჯილდოებენ წარმატებულ თუ წარუმატებელ უსაფრთხოების პროექტებსა თუ მკვლევარებს. წელს ცერემონია გაიმართება Las Vegas-ში, BlackHat USA უსაფრთხოების კონფერენციაზე, 25 მაისს. ნომინაცია გაიმართება 9 კატეგორიაში: • Best Client-side Bug: გადაეცემა პერსონას, რომელმაც აღმოაჩინა ან არაავტორიზებულად გამოიყენა ტექნიკურად ყველაზე უფრო რთული და საინტერესო Client-side Bug-ი. • Best Server-side Bug: გადაეცემა პერსონას, რომელმაც აღმოაჩინა ან არაავტორიზებულად გამოიყენა ტექნიკურად ყველაზე უფრო რთული და საინტერესო Server-side Bug-ი. • Best Privilege Escalation Bug: გადაეცემა პერსონას, რომელმაც აღმოაჩინა ან არაავტორიზებულად გამოიყენა ტექნიკურად ყველაზე უფრო რთული და საინტერესო სისტემაზე წვდომის კონტროლის Bug-ი. • Most Innovative Research: გადაეცემა პერსონას, რომელმაც გამოაქვეყნა ყველაზე უფრო საინტერესო და ინოვაციური კვლევითი ნაშრომი. • Lamest Vendor Response: დამატებითი ინფორმაცია ამ ჯილდოს შესახებ ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში. • Best Song: ჯილდო გადაეცემა საუკეთესო ჰაკერ სიმღერის (ძირითადად რეპის) შემსრულებელს. • Most Epic Fail: ჯილდო გადაეცემა პერსონას თუ კომპანიას, რომელმაც დაუშვა ყველაზე მასშტაბური შეცდომა. • Epic Ownage: გადაეცემათ ჰაკერებს, რომელთა დაწერილმა ხელსაწყოებმას, ყველაზე მასშტაბური ზიანი მიაყენეს მსოფლიო სისტემებს (მაგ: Flame, Black Hole და ა.შ). ეს გახლდათ დაჯილდოების ზოგადი მიმოხილვა. დეტალებისთვის ეწვიეთ ოპფიციალურ ვებ-გვერდს: www.pwnies.com