for.ge
ასი დღე, რომელმაც შეძრა საქართველო (მესამე ნაწილი)
მეტყვით – კონცეფცია ორ-სამ თვეში არ იქმნებაო. მასზე კომპეტენტურ სპეციალისტთა მთელი ჯგუფის ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო. ეს ყველას გვესმის, მაგრამ გვესმის ისიც, რომ მოსახლეობას (გარკვეულ ნაწილს მაინც) არანაირი სურვილი არ აქვს არჩევანი მხოლოდ ივანიშვილის პერსონის გამო გააკეთოს. არიან ადამიანები (საბედნიეროდ, მათი რაოდება მცირე როდია), ვინც მოუთმენლად ელის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებულ კონცეპტუალურ ხედვას. მათთვის საინტერესოა, როგორ ესმის ივანიშვილს (იგულისხმება – მომავალ გუნდს) ესა თუ ის საკითხი,