for.ge
პრორუსულობის საყმაწვილო სენი ქართულ პოლიტიკაში (მესამე ნაწილი)
დასაწყისისთვის, უპრიანია, განვსაზღვროთ- სად ვიმყოფებით ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორია სასტარტო პოზიცია, პოლიტიკური გეომორფოლოგია და დახრის კუთხე? ამის გარკვევას დიდი მნიშვნელიობა აქვს. ჩვენ დასაწყისშივე უნდა ვიცოდეთ, არის მოცემულ მომენტში აღმართზე სიარულის შანსი, თუ ტაქტიკური თვალსაზრისით ჯობია უკან ”დაგორება”, ხელახლა სისწრაფის მოკრებისა და ინერციის მოშველიებით ბარიერის გადასალახად.