for.ge
თბილისის მუსიკალური შემოდგომა
18-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" 24 ოქტომბერს გაიხსნება. ფესტივალს წელს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ვინაიდან ხანგრძლივი რეკონსტრუქციის შემდეგ თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის გახსნას და ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ემთხვევა.