for.ge
გლოვის ხელოვნება
მონოგრაფიაში ასახულია ქართული ხალხური სამგლოვიარო პოეზიის ძირითადი საკითხები და არსებითი თავისებურებანი, განსჯა და მეცნიერული კვალიფიკაცია. ქართულ პოეტურ ფოლკლორში განსაკუთრებული ადგილი უკავია ხმით ნატირლებს, მოსაგონარებსა და საფლავის ქვათა წარწერებს – ეპიტაფიებს, რომლებშიც საოცარი სიცხადით ცნაურდება ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულება და სიკვდილ-სიცოცხლის დილემის ხალხური კონცეფციები.