for.ge
მიწის საკითხი ანუ ბედი ამა ქვეყნისა (პირველი ნაწილი)
სოფელში თემს შეკედლებული ხიზნებიცა ცხოვრობდნენ, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში, შესაძლოა, სამკვიდროც კი შეეძინათ, სათემო ქონებაში იმთავითვე წილი არ ედოთ. მხოლოდ დროთა განმავლობაში, როცა მათი სვე-ბედი სოფლისას იმდენად მჭიდროდ დაუკავშირდებოდა, რომ თემისადმი მათი კუთვნილება, თემის ინტერესებისადმი მათი ერთგულება ჟამის არაერთ გამოცდას გაუძლებდა, ხდებოდნენ ისინი თემის სრულფასოვანი წევრები. ისიც ნიშანდობლივია, რომ თემიდან მოკვეთა, გაძევება სამოქალაქო სიკვდილს უტოლდებოდა და თემის მიერ გამოტანილ ყველაზე მძი