for.ge
ღირსების ძახილი
ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა, კოკლენმა, ბერლინიდან მიიღო დეპეშა, რომლითაც სთხოვდნენ რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას, დეპეშის ბოლოს ეწერა: „გთხოვთ, სასწრაფოდ შეგვატყობინოთ, რას მოგვთხოვთ სპექტაკლებში მონაწილეობისათვის. „ელზასსა და ლოტარინგიას” - დეპეშითვე უპასუხა კოკლენმა.