for.ge
ასლანს პრეზიდენტობა რად უნდა? - ასლანი უკვე პრეზიდენტია!
იმთავითვე ცხადია, რომ ჯუმბერ პატიაშვილი მხოლოდ ნომინალური ოპონენტი იქნება. მისი პოზიციები ამ თვალსაზრისით გაცილებით სუსტია, ვიდრე თუნდაც 1995 წელს. საქართველოს მაშტაბით, ასლან აბაშიძის პოტენციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მას ხმას არ მისცემს და 9 აპრილის ტრაგედია აქ მთავარი არ არის, უბრალოდ, ჯუმბერ პატიაშვილი გაცილებით ნაკლებად აღიქმება „ალტერნატივად“ და მესამე გზად (გამსახურდია-შევარდნაძე, აბაშიძე-შევარდნაძე, გამსახურდია-აბაშიძე...), ვიდრე აჭარის ლიდერი, რომლის მომხრეებს (მთელ საქართველოში) არაფრის დიდებით არ სურდათ იმის დაჯერება და გაგება, რომ ასლან აბაშიძის პრეტენზიები, სინამდვილეში, აჭარის ფარგლებს არ სცილდება.