for.ge
„მეუფე იაკობმა გადაიხადა საკუთარი განცხადებების ფასი და მისი სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უწმინდესს ამ ეტაპზე რაიმე დამატებითი კვლევები არ ესაჭიროება, თუმცა პრევენციის მიზნით, კარდიოლოგის კონსულტაცია პირადმა ექიმმა საჭიროდ მიიჩნია. მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით, სინოდის სხომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი არ ადასტურებს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებს განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით.