for.ge
„სავარაუდოდ, ხაზარაძე პოლიტიკაში მიდის საკუთარი ბიზნესის დასაცავად ან - კოალიციაში, ალბათ, ივანიშვილთან“
ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ჯერჯერობით ამომრჩეველი ორი პოლიტიკური ძალით „ქართული ოცნებით“ და „ნაციონალური მოძრაობით“ უნდა დაკმაყოფილდეს. თუმცა, როგორც კონსტიტუციონალისტი აცხადებს, მნიშვნელოვანია, იცვლება საარჩევნო სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმები ნაკლებად დაიკარგება. მისი თქმით, დიდია ალბათობა იმისა, რომ არჩევნებში 50%–იანი მხარდაჭერა ვერ მიიღოს ვერც ერთმა პარტიამ და ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, წვრილმა პარტიებმა გადაწყვიტონ რომელი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში. ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ წვრილმა პარტიებმა ულტიმატუმი წაუყენონ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთავრობის დაკომპლექტების საკუთარი გეგმა შესთავაზონ.