for.ge
„სააკაშვილმა სწრაფად იყნოსა თანამედროვე მსოფლიო ტრენდი - ტრადიციულ ღირებულებებთან მიბრუნების ტენდენცია და გადაწყვიტა „მოაჯდეს“ ამ ტრენდს“
სააკაშვილმა დაიწყო მზადება 2020-ის არჩევნებისთვის და ამ გზაზე მისი მთავარი მიზანია ელექტორატის გაზრდა. საქმე ის გახლავთ, რომ: 1. „ენდიაი“-ს ბოლო კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგები არსებითად შემცირებულია - თუ პარალელს გავავლებთ ერთი წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ აღებულ თითქმის 40%-სა და „ენდიაი“-ს კვლევის მიხედვით „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ჯამურ 13%-ს შორის, მივხვდებით, რომ ოპოზიციას და სააკაშვილს შეშფოთების საფუძველი აქვთ.