for.ge
„ოპოზიციის მიზანი ახალი მოძრაობის ძველ თამაშში ჩართვა იყო, მაგრამ ხაზარაძეს ახალი პარადიგმის შეთავაზება სურს ორივე მხარისათვის“
„ოცნების“ პრობლემა მის მიმართ ნდობის დაქვეითებაა და არა „ნაციონალური მოძრაობის“ აღორძინება“, – აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომლის შეფასებით, კიდევ ბევრ მსოფლმხედველობრივ სალტო–მორტალეს ვნახავთ 2020 წლამდე. ფირალიშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ანტიამერიკული აქციები ნათელი მინიშნებაა იმაზე, თუ რა გზას შეძლება დაადგეს „ოცნება“, თუ მარცხის გარდუვალობა იგრძნო.