for.ge
მშენებლებსა და ეროვნულ ბანკს შორის დავა არ წყდება
სამშენებლო სექტორსა და ეროვნულ ბანკს შორის კამათი არ წყდება. ორივე მხარე მუდმივად თავისი პოზიციის დაცვითაა დაკავებული. საქმეში უკვე მთავრობის წევრებიც ჩაერთვნენ. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის აზრით, სამშენებლო სექტორში კლება მხოლოდ საბანკო რეგულაციებით არ იყო გამოწვეული.