for.ge
ბიზნესი ახალი პრემიერისგან ლარის გამყარებას მოელის
ბიზნესს ამჯერად უკვე ახალი პრემიერის ეიმედება. კომპანიები იმდენად რთულ ვითარებაში არიან, რომ მალე თანამშრომლების გათავისუფლებას და ხელფასების მასობრივ შემცირებას დაიწყებენ. ამიტომ მათი მოთხვონა ლარის გამყარებაა და მთავრობის ახალი ხელმძღვანელისგან სწორედ ამას მოელიან. ბიზნესმენი თემურ ჭყონია გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აფასებს. მისი აზრით, რამდენადაც ახალი პრემიერი ეკონომიკაში კარგად ერკვევა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხსაც მოაგვარებს.