for.ge
ინფლაციამ და დევალვაციამ უმოქმედო ეროვნული ბანკიც კი შეაწუხა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 4 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე გაზრდის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ლარის გაუფასურებამ და ინფლაციამ იმ დონეს მიაღწია, როდესაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც კი დაფრთხნენ. ეროვნული ბანკი ამოქმედდა, მაგრამ რამდენად ექნება მის ნაბიჯებს შედეგი, არავინ იცის.