for.ge
როგორ შეუძლია ერთ ან რამდენიმე ადგილობრივ ბიზნესმენს ლარის კურსის შერყევა და მისი დევალვაციის გამოწვევა
იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ეკონომიკა მცირე მოცულობისა და, მე ვიტყოდი, ერთგვარად ხელოვნური წარმონაქმნიცაა, ეკონომიკური პროცესების მართვა რთული საქმე არ უნდა იყოს და, მაინცდამაინც, არც ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება უნდა ქმნიდეს გადაულახავ წინააღმდეგობას. თუმცა, ამის მიუხედავადაც, ლარიც კურსიც ირყევა და ვერც ჩვენებური ეკონომიკა ბრწყინავს ჯეროვნად. უფრო მეტიც, ერთ ან რამდენიმე ბიზნესმენსაც კი, თუ ჩაიფიქრებენ, შეუძლიათ ლარის შეზანზარება ისეთი მარტივი ქმედებით, როგორიცაა სურვილი, ერთ მშვენიერ დღეს თავიანთი კაპიტალი ან ნაწილი, ასე - 20, 30 ან 100 მილიონი უცხოეთში გაიტანონ.