for.ge
„რომის კონგრესმა არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა განიხილა, როგორც წამების შედეგად სასტიკი მკვლელობა“
კონგრესის მონაწილეებმა არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა განიხილეს, როგორც წამების შედეგად სასტიკი მკვლელობა. რამდენიმე დღეში ავსტრიულ ჟურნალში იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ იქნება საუბარი. ეს შემთხვევა საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ, პრაქტიკულად, ექსპერტიზა ჩატარდა ძალიან შეზღუდულ მასალებზე, ვინაიდან რუსულმა და ცხინვალის რეგიონის მხარემ არ გადმოგვცეს მასალები, რაც აუცილებელი იყო ექსპერტიზისთვის.