for.ge
„ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ხაზარაძეს, ალბათ, ფულის ხარჯვის უნარის დემონსტრირება დასჭირდება“
„თუ გინდა ძლიერი საქართველო, ღირსება დაუბრუნე ხალხს“! - ეს გიორგი ჭყონდიდელის რჩევაა დავით აღმაშენებლისადმი, რომელიც სასულიერო პირი იყო, მაგრამ ლოცვითა და ხმლით აქტიურად ერეოდა ქვეყნის სამხედრო საქმიანობაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სიტყვები პოლიტიკაში აქტიურად შემოსვლის წინ მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა და სექტემბრიდან ახალი მოძრაობის შექმნა დააანონსა, სახელწოდებით „ღირსეული საქართველოსთვის!“