for.ge
„მყიდველი ვინ არის ისეთი, რომელსაც შეუძლია, 70-მილიონიან ზარალში გადავარდეს?!“
საინტერესოა, რისთვის იბრძოდა ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის დასაბრუნებლად, თუკი სულ რაღაც 25 დღეში არხის გაყიდვას გადაწყვეტდა? თავის დროზე ქიბარ ხალვაში ირწმუნებოდა, რომ ამ არხის გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა, იმავდროულად, აკონკრეტებდა, რომ იმასაც არ გეგმავდა, მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ყოფილიყო. რატომ დაჩქარდა პროცესები და 4-წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ რატომ გადაწყვეტა „რუსთავი 2“-ისგან სასწრაფოდ ჩამოცილება?