for.ge
"აღარ ვარ ქართველი და აღარ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება!"
მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს და ვისაც ამის წინააღმდეგ ასეთი რეაქცია აქვს, იმათ ეტყობა რაღაც პრობლემა აქვს თვითონ. ამაშია საქმე, თორემ ეს რომ წყნარად და ნორმალურად დამჯდარი აზრით გაიაზროს ადამიანმა, ამასში არც არაფერი ისეთი არ არის. სულ ხდებოდა, "პაგრომები", "ნაჯახებით" მოდიოდნენ და ქრისტიანები ხოცავდნენ ებრაელებს. ნაჯახით ქრისტიანი რაღა ქრისტიანია, რომელიც კაცის მოსაკლავად მიდის? მაგრამ ამას მასონები და ებრაელები ერქვა, რაღაცებს იგონებს ხალხი. უცებ ერთი დაიყვირებს "ჩაქოლე" და თან როცა ეს "ჩაქოლეს" ყვირის, სასულიერო პირი, ვინც უნდა მოუწოდოს, რომ არ ჩაქოლო, და "ტაბურეტკა" უჭირავს ხელში, იმას რა მოეთხოვება?