for.ge
მტრული ძალა - ანუ რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართველობის წინააღმდეგ (დასკვნა, პირველი ნაწილი)
20 ივნისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (მისმა ორივე ფრთამ) ყოველგვარი წითელი ხაზი გადალახა: სახელმწიფოს წინააღმდეგ მთელი ფრონტით და სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის - ფიზიკური ძალის გამოყენებითაც, ღია შეტევაზე გადმოვიდა. ბუნებრივია, ამას მმართველი პარტიის ლიდერების (პირველად ეს საჯაროდ „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის აწ უკვე გადამდგარმა თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ გააკეთა) მხრიდან საკმაოდ მკვეთრი, მაგრამ სრულიად ადეკვატური, პოლიტიკური შეფასება მოჰყვა - „ნაციონალური მოძრაობა“ „მტრულ ძალად“ გამოცხადდა;