for.ge
„რატომ თვლით, რომ ჩემი მატერიალური ქონება ვიღაცას უნდა ვაჩუქო? მათემატიკას მარტო კამერის ცოდნა და ლაპარაკი არ ჰყოფნის“
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშს შეთავაზებაზე პასუხს მოგვიანებით, მას შემდეგ გასცემენ, რაც ადვოკატთან ერთად ჩამოყალიბდებიან სავარაუდო პასუხზე. თუმცა დვალმა აღნიშნა, რომ შეთავაზებით ბედნიერები არ არიან, რადგან 40% არ არის საკონტროლო პაკეტი. როგორც ცნობილია, ქიბარ ხალვაშმა დვალსა და აქიმიძეს „რუსთავი 2“–ის 40%–იანი წილი შესთავაზა. როგორც აქიმიძემ აღნიშნა, 40%–ზე არ არიან თანახმა და ამას დაასაბუთებენ.