for.ge
საწვავი განუწყვეტლივ ძვირდება – გაიაფებაზე საუბარი წარმოუდგენელია
იმ დროს, როდესაც ლარის კურსი სტაბილური უნდა იყოს, ხოლო საწვავი უნდა იაფდებოდეს, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. ეროვნული ვალუტა გაუფასურების რეკორდებს ამყარებს, ხოლო დამფრთხალი იმპორტიორები პროდუქციას აძვირებენ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საწვავის ფასების მიმართულებით. სწორედ ლარის ვარდნის გამო, ივლისში ბენზინი და დიზელი 10-15 თეთრით გაძვირდა.