for.ge
გიმნაზისტი ახვლედიანი და ლათინისტი ჭაში, ანუ გაკვრით ახალი რეალობის შესახებ ქართულ პოლიტიკაში
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოცხადებული ნდობის მასაზრდოებელი ფესვი გაცილებით ღრმად იყო გადგმული მისი პერსონის კრიტიკული გააზრებისა და განსჯის მორევში, ვიდრე ოცი წლის წინ, გამსახურდიას შემთხვევაში. ეს მომენტი უდავოდ მიმაჩნია იმის დასტურად, რომ ქართულმა საზოგადოებამ სერიოზული ნაბიჯი გადადგა წინ პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი სიმწიფის თვალსაზრისით.