for.ge
ღირსეული არჩევანი საქართველოსათვის - პერსონალიზირებულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა
ყველამ უკვე კარგად ვიცით - დემოკრატიულ ქვეყნებში პრინციპულად ორი სახის საარჩევნო სისტემა არსებობს: მაჟორიტარული და პროპორციული. რასაკვირველია, ორივე მათგანი დემოკრატიულ სისტემებად ფასდება, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი იდეალური არ არის და შედარებით უპირატესობებთან ერთად, თავისი ნაკლიც აქვს.