for.ge
დღე დღეზე უნდა ველოდოთ პროდუქტების მასობრივ გაძვირებას
სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის გაძვირება დაიწყო. ამის მიზეზი ისაა, რა თქმა უნდა, ლარის დევალვაციაა. ბოლო 1 თვეში და განსაკუთრებით მიმდინარე კვირაში კურსის თავბრუდამხვევმა დაცემამ სავაჭრო სფერში მოქმედ კომპანიებს ყველა იმედი გადაუწურა. რამდენდაც სავალუტო ბაზარზე დასტაბილურების ნიშნები არ ჩანს, მეწარმეები იძულებულნი არიან თადარიგი დაიჭირონ და საქონელი გააძვირონ.