for.ge
„გვარამია ჯერ კიდევ გენპროკურორობის დროს ქმნიდა საინტერესო სცენარებსა და ფილმებს“
20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს გიგი უგულავა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აღნიშნა, რომ მას შეკითხვები დაუსვეს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე. უგულავას განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან.