for.ge
„რუსები საქართველოში ქონებას ყიდულობენ და სულ რაღაც 10-15 წელიწადში რუსული მეხუთე კოლონის ამოქმედება ემუქრება საქართველოს“ 
რუსეთისგან მომავალი ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე ჩვენს ხელისუფლებას არ აშინებს. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ, საბედნიეროდ, რუსეთზე ელექტროენერგიით არ ვართ დამოკიდებულნი, არც ბუნებრივი აირით ვართ მიბმულნი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე. რაც შეეხება ხორბალს, ნათია თურნავა გამოსავალს გვთავაზობს და არ გამორიცხავს, რუსული ხორბალი ყაზახურმა ჩაანაცვლოს. არსებობს თუ არა რუსეთისგან ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე?!