for.ge
ლომბარდების რეგულაცია გადავადდა - მიზეზი უცნობია
ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემ სუბიექტებს გადაუვადა რეგულაცია, რომელიც კრძალავდა მსესხებლის მიერ სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას. რეგულაცია მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, პირველ ნოემბრამდე გადავადდა. რა გახდა გადავადების მიზეზი ჯერჯორებით უცნობია.