for.ge
„ვინც ნორმალურად იქცევა, პოლიტიკური ველიდან არ გადის ხოლმე“
დავით სერგეენკო „ოცნებაში“ მოსწონთ, მის სურათებს ბანერებზე აკრავენ, მას საპრეზიდენტო კანდიდატადაც განიხილავდნენ, მაგრამ სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ეს დაახლოებით იგივე სცენარია, როგორც ქობულიას შემთხვევაში, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ საუკეთესო პროფესიონალად მიაჩნდათ, მაგრამ მას მოძრაობის ტემპი დაუწუნეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერგეენკოსაც განცხადების დაწერა მოსთხოვეს, მაგრამ ქობულიას მსგავსად მისგანაც თურმე უარი მიიღეს.