for.ge
„ივანიშვილი უფრო არის საკუთარი გარემოცვის მანიპულაციის მსხვერპლი, ვიდრე თავად ახორციელებს მანიპულაციას“
ცალკეულ ანალიტიკოსთა აზრით, ამ არჩევნებმაც გამოაჩინა, რომ ივანიშვილიც კი მთლად ყოვლისშემძლე არ ყოფილა. თუკი ამ ვერსიას ვირწმუნებთ, მაშინ ჩნდება კითხვა, თუ ივანიშვილი არ მართავს პროცესებს, მაშინ, ავად თუ კარგად, ვინღა მართავს მოვლენებს? ანუ ვისზე დგას „ქართული ოცნება?!“ შესაძლოა, ზოგიერთმა იფიქროს, რომ „ოცნების“ დღევანდელი ფუნდამენტი ბიძინა ივანიშვილის ჯერ კიდევ შერჩენილი ავტორიტეტი ან ფულია, მაგრამ ავტორიტეტი მარადიული არ არის, ფული კი დღეს რომ ბევრს არაფერს წყვეტს, ესეც ფაქტია.