for.ge
„საქართველო ერთი ციცქნა ქვეყანაა, სადაც ყველამ ვიცით, ძველი გვარდია ვინც არის, მაგრამ სად ჩანს ეს ძველი გვარდია?“
ირაკლი ღარიბაშვილი ძველი გვარდიის გაერთიანებას გეგმავს. მიზეზი მარტივია, „ქართული ოცნება“ მესამე ჯერზე აპირებს ძალაუფლებაში მოსვლას. „ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, თავი გაეწირათ, ველზე არ უნდა მიატოვო“, - ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულება ძველი გვარდიელების მიმართ. ღარიბაშვილს არც ის დაუმალავს, რომ მისი მთავარი ამოცანა ყველას კონსოლიდაცია და 2020 წლის არჩევნებისთვის გაძლიერება იქნება.