for.ge
ოქრუაშვილი ისევ მოდის
ირაკლი ოქრუაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბედს მესამედ ცდის. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამჯერად პოლიტიკურ მოძრაობა – „გამარჯვებულ საქართველოს“ აფუძნებს. ახალ მოძრაობაში გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის წინააღმდეგია. როგორც ოქრუაშვილი ამბობს, მოძრაობას ახალ სახეებთან ერთად ბევრი ძველი და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსიც შეუერთდება. პრეზენტაციამდე დეტალურ გეგმებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მოძრაობის მიზანი, ხელისუფლების შეცვლა იქნება.