for.ge
„სასამართლოზე იმ ჯალათი გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, რომელთა შორის დავით მამისეიშვილიც იყო“
ვერაფერი იპოვეს ხელჩასაჭიდი და ერთ ხანს თავი დამანებეს. იმ დღეს კი პროკურატურის შენობაში დამხვდენენ ჩემთვის ცნობილი პაატა კალანდია და ორი უცნობი გამომძიებელი; ერთი გამეცნო, როგორც გელა გელაშვილი და მეორე, როგორც დანელია. სწორედ ის გახლავთ ამ ჩემი მოგონების „გმირი“. ჩემი ადვოკატი, ლადო სანიკიძე კარგად დააკვირდა „დანელიას“ და ჰკითხა, თქვენ ხომ ქუთაისელი ხართ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდით, თქვენ დანელია არ ხართო! ახალგაზრდა კაცი დაიბნა, მერე „შეცდომა“ გამოასწორა და თქვა, მამისეიშვილი ვარ, დედით კი ვარ დანელიაო.