for.ge
„ან ასეთი ოპოზიცია იქნება მუდმივად, ან გამოჩნდება მესამე ძალა, რომელიც გაფანტულ ოპოზიციას ისევ ცხვრებივით შერეკავს პარლამენტში და ოთხი წლის მერე ისევ გამოუშვებს“
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ არა მარტო მესამე ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში, არამედ მეოთხე ვადითაც შეინარჩუნოს ძალაუფლება. კობახიძეს ამის მაგალითად ევროპის ქვეყნების გამოცდილება მოჰყავს. კერძოდ, ანგელა მერკელი მეოთხე ვადით მართავს ქვეყანას, ასევე, ირაკლი კობახიძე შეგვახსენებს, რომ შევარდნაძის ხელისუფლება სამი ვადით იყო არჩეული.