for.ge
„სავალუტო ფონდი არ არის ყულაბა და უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ - ნელა“
საქართველოში სპეციალური ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის კრიტინ ლაგარდი ჩამოვიდა. რას მოიტანს იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიზიტი, რომლის გარეშე ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას ნაბიჯის გადადგმა უჭირს? კრისტინ ლაგარდის ძირითადი გზავნილები ასეთია: ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა, ინვესტორებისთვის აუცილებელია სასამართლოს ნდობის გაზრდა, სავალუტო ფონდი არ არის ყულაბა და უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ ნელა.