for.ge
„თუ ჩვენი სიცოცხლე და მომავალი კარიერა ლგბტ პირებზეა დამოკიდებული, მაშინ რად ვართ ცოცხლები?“
ჩვენი საზოგადოების ნაწილის აზრით, ცალკეული ქართველი მომღერლები ცნობილი სოპრანოს, თამარ ივერის შემთხვევამ დააფრთხო და ამის გამო მათ 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს. როგორც ცნობილია, 17 მაისს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. რამდენიმე მომღერალმა კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცახადა, მათ შორისაა, თამარ ჭოხონელიძეც, რომელიც აქამდე პატრიარქის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა.