for.ge
ბიზნესმენები საკრედიტო რეგულაციების ჯერ შერბილებას, შემდეგ კი გაუქმებას ითხოვენ
საკრედიტო რეგულაციების ამოქმედებიდან 5 თვის თავზე პირველად გაჩნდა რეალური შესაძლობლობა, რომ მკაცრი მიდგომა ამ კუთხით შეიცვალოს. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბიზნესი აქტიურობს, ეროვნული ბანკი კი ჯერჯერობით აგრძელებს დაკვირვებას, რომელიც სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვე გასტანს.