for.ge
მუშტის ნაციონალური მადლი
სამწუხაროდ თუ ბოლოდროინდელ მოვლენათა ლოგიკისთვის ბუნებრივად, გასულ კვირას პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს ხელით შეეხნენ. ბ-ნმა სერგო რატიანმა უმრავლესოელი კოლეგის პასუხად, თავდაპირველად, მაგიდაზე ჭიქა დაამსხვრია (სხვათა შორის, იმ მაგიდასთან ქ-ნი სიჭინავაც იჯდა), შემდეგ მასთან მიჭრილ ბ-ნ დავითაშვილს სახეში უთავაზა. ცხადია, ხურდამაც არ დაახანა, რის შედეგადაც ბ-ნმა რატიანმა წაიფორხილა (ესეც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან, ეს ორი ბ-ნი აშკარად განსხვავებულ წონით კატეგორიებს მიეკუთვნებიან).