for.ge
„სპეცრაზმელის გასაჯაროვების მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ ხვალ ვერავის გაგზავნი ანტიტერორისტულ ოპერაციაზე“
„ლოგინში მოკლეს“ ნიშნავს, როცა ვინმემ ასეთი ბრძანება წინასწარ გასცა, რასაც გამოვრიცხავ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, რომლის განცხადებით, სპეცრაზმელის გასაჯაროვების მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ ხვალ ვერავის გაგზავნი ანტიტერორისტულ ოპერაციაზე. ანალიტიკოსი აქვე აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება შურისძიების თუ სისხლის აღების პროპაგანდა გასწიოს.