for.ge
შეძლებს თუ არა საქართველო ნეიტრალიტეტს და მიუმხრობლობას?
ფეისბუქმა და სხვა სოციალურმა ქსელებმა აქამდე „მდუმარე მასებს“ დიდი დოზით მიართვეს მწვავე თემებზე აზრის გამოხატვის საშუალება. უცებ გაჩნდა ათიათასობით ონლაინ მოქალაქე, რომელიც ონლაინ სივრცეში თამამად აფიქსირებს პოზიციას შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ამა თუ იმ თემაზე და პოლიტიკოსებს აიძულებს ყური მიუგდონ მათ პოზიციებს. რატომ მოვიტანე ეს შესავალი? ის უკავშირდება სოციალურ ქსელებში „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საქართველოს მიუმხრობლობის იდეის აქტიურად განხილვას.