for.ge
რა საფრთხეს უქმნის ლარის რყევა ბიზნესს და მთლიანად ეკონომიკას?
უკვე რამდენიმე დღეა გადამცვლელ პუნქტებში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2,74-ის ფარგლებში მერყეობს. კურსის გაუფასურების მიზეზად საქართველოში დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა და თურქეთში ლირის გაუფასურება სახელდება. გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის დარგის სპეციალისტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა და საგანგაშო არაფერია.