for.ge
ნიკოლო მაკიაველი: „ნეიტრალიტეტს მტრები გვთავაზობენ, რომ მერე შენზე იბატონონ“
თუკი ნეიტრალური სტატუსის ქვეყნად ვიქცევით, ეს ნიშნავს, რომ ვერ ვიქნებით სამხედრო ალიანსის წევრი. ამიტომ პრობლემა მხოლოდ იმით არ ამოიწურება, რამდენად დაგვაშორებს ნეიტრალიტეტი ნატოსთან ინტეგრაცის პროცესში. ზოგადად, მე მგონია, რომ ოკუპირებული ქვეყანა უნდა ცდილობდეს, შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები და არ დაკარგოს ისინი. რეალურად ნეიტრალიტეტის მოთხოვნა არის სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირეებზე უარის თქმა. ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ჰყავს მტერი რუსეთის სახით, რომელიც ყველანაირი მეთოდით, პირდაპირი, სამხედრო აგრესიის, თუ არაპირდაპირი, საინფორმაციო ომის მეთოდით, ჰიბრიდული ომის ფორმებით ცდილობს, ჩვენი ქვეყანა არსებობდეს მხოლოდ ფორმალურად, რუკაზე და რეალურად არ იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი.