for.ge
„სალიბაურის სამარხი შეფუთული იყო, როგორც ლავრენტი ბერიას სამთავრობო აგარაკი და ამ დროს იქ ადამიანებს ხვრეტდნენ“
მას შემდეგ, რაც ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩა №338-ში 150-მდე დახვრეტილი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა, რეპრესირებულების შთამომავლებმა წინაპართა მოძიება დაიწყეს. სამარხების მოკვლევა იოლი არ იყო. თუ როგორ მოიძიეს მნიშვნელოვანი მოწმეები, ამის შესახებ For.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელმძღვანელი აჭარაში ზურაბ ზაქარიაძე ესაუბრა, რომელიც თავად რეპრესირებულის შთამომავალია და უშუალოდ მოჰყვება ის დიდი ტკივილი, რასაც დახვრეტილი ბაბუის, ბაბუის ძმისა და დიდი ბაბუის ტრაგედია ჰქვია.