for.ge
მარჯვენასაჭიანი ტაქსების ეპოქა წელიწადნახევარში დასრულდება
მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება. ეს ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაადასტურა. რაც შეეხება რეფორმის გადავადებას, იქ ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. მერია თითქოს უკან არ იხევს, მაგრამ აშკარაა, რომ მძღოლებთან გარკვეულ დათმობებზე მაინც უწევს წასვლა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან მეორე პრობლემურ საკითხზეც მიღწეულია შეთანხმება და მარჯვენასაჭიანი ტაქსები „ბ“ კატეგორიაში 2020 წლის ბოლომდე დარჩებიან.