for.ge
„წინა ხელისუფლებას დავით ბაგრატიონი რომ „გაეშავებინა“, აგენტად შორენა ბეგაშვილი მიუჩინეს“
ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონ–მუხრანელი მანდილოსნებს არ სცემს. ადვოკატის განცხადებით, სამეფო ოჯახს შორის არსებული დავა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომლის თანახმად ანა ბაგრატიონ–გრუზინსკი ცდილობს, მის ყოფილ მეუღლეს 90 000 ლარი სასამართლო დავის მეშვეობით წაართვას. რაც შეეხება მსახიობ შორენა ბეგაშვილს, ამ შემთხვევაში ამბობს, რომ წინა ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა და დავით ბაგრატიონი რომ „გაეშავებინათ“, აგენტად შორენა ბეგაშვილი მიუჩინეს.