for.ge
 მეხსიერების ბარათი (გაგრძელება): ხელისუფლება, რომელმაც შვა ალიტრახო
იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა კონკრეტული დანაშაული, დანაშაულთა მთელი ჯაჭვი წლების შემდეგ შეცდომად მიიჩნიეს, თუმცა ბოდიში არ მოუხდიათ - „ძველი ამბავია, რაღა დროს ეგენია, დავივიწყოთ, წინ ვიაროთ“. ასე, ამგვარად და ამნაირად: რაღა დროს ვაზაგაშვილი, გამცემლიძე, რობაქიძე და გირგვლიანია? 7 ნოემბრის, 6 მაისის, 26 მაისის და 15 ივნისის სისხლიანი დარბევები? ეგ ხომ ძველი ამბებია?! ჯიხურზე შემოწყობილი გვამები? ხდება ხოლმე! პატიმრები? პატიმრები, პატიმრები... შემოეცემათ, შეამოეწამათ, შემოემტვრიათ, შემოეინვალიდათ, შემოეუპატიურათ, შემოაკვდათ! ქვების გროვა? იხუმრა!.. დავივიწყოთ, წინ ვიაროთ!“