for.ge
„ანაკლია არც ხაზარაძის შვილია და არც მისი საკუთრება, ეს არის ტენდერით მოგებული პროექტი“
ერთი და იმავე პირის მიერ ანაკლიის შესახებ სხვადასხვა დროს გაკეთებული ორი განცხადება... ერთში ტონი შერბილებულია, მეორეში კი საბრძოლო მზადყოფნა იგრძნობა. „თუ ამოცანა ისაა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ანაკლიის პროექტში, კაცურად გვითხარით და გავიგებთ“, - ასეთ განცხადებას აკეთებდა სულ რაღაც 8 დღის წინ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რაც იმის საფუძველს იძლეოდა, რომ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, ხაზარაძე ანაკლიის პროექტიდან წასვლაზეც არ იტყოდა უარს. თუმცა 8 დღის შემდეგ მისი ტონი გამკაცრდა, რადგან მამუკა ხაზარაძის თქმით, „არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ“.