for.ge
„გაზპრომთან“ ხელშეკრულება დასრულდა, რა მიიღო საქართველომ?
საქართველოს მთავრობამ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება 2 წლის ვადით გააფორმა. მთავრობაში ამტკიცებენ, რომ პირობები წინა კონტრაქტთან შედარებით გაუმჯობესებულია. ამით, შესაძლოა, კომერციული სექტორმა, რომელიც ბუნებრივი აირის მომხმარებელია, გარკვეული შეღავათი მიიღოს.საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განმარტებით, „გაზპრომთან“ ახალი კონტრაქტის თანახმად, კერძო სექტორისთვის რუსული გაზი გაიაფდა. ბუნებრივ აირზე ფასის შემცირება, ამ პროცესში ერთ-ერთი მიღწევაა.