for.ge
სადისტრიბუციო მანქანების შემდეგ თბილისში დიდგაბარიტიან ავტომობილებსაც შეზღუდავენ
თუ პატარა მაღაზია ღამის დისტრიბუციაზე უარს იტყვის იმის გამო, რომ ცვლილება ხარჯებს გაუძვირებს, თავის გადარჩენის მიზნით, თავად წავა ბაზარში და მოიტანს პროდუქტს. ანუ ის მანქანა ქალაქში მაინც იმოძრავებს. ცვლილება გააჩენს იმ პრობლემას, რომ აღურიცხავი საქონელის რაოდენობა გაიზრდება. წვრილი სავაჭრო ობიექტები თვითმომარაგებაზე გადავლენ, რომ ხარჯი ნაკლები ჰქონდეთ. კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი, რაც ამ ცვლილებას ექნება, არის ის, რომ ღამის დისტრიბუცია გამოიწვევს ხმაურს, რაც მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის.